„რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს, მოლდოვასა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია“ – ზელენსკი

Ukraine's President Volodymyr Zelenskyy addresses the 78th session of the United Nations General Assembly, Tuesday, Sept. 19, 2023. (AP Photo/Richard Drew)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი ყველაფერს იარაღად იყენებს, სურსათითა და ენერგიით დაწყებული, ბავშვების გატაცებით დამთავრებული.

სახელმწიფოს მეთაურმა მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა, რომ იგივე შეიძლება მათ ქვეყნებშიც მოხდეს.

„რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელორუსია. აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი რესურსები თქვენს წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის წინააღმდეგ“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები