ნინო ფოჩხუა – რომან გოცირიძის განცხადებაზე: ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმციას ფეხქვეშ თელავენ

ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებას და იმპიჩმენტს ითხოვს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ.

„ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს უდანაშაულობის პრეზუმფციას ფეხქვეშ თელავენ. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ. ბატონმა რომანმა ისიც არ იცის, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას და როცა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის ეროვნულის შიდა რეგულაცია და კონსტიტუციის პრინციპი, უპირატესობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები