რუსი აგრესორების მიერ უკრაინელი ბავშვების მასობრივი გატაცება და დეპორტაცია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, გენოციდია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფები იტაცებენ ბავშვებს, რათა ზეწოლა მოახდინონ მათ ოჯახებზე და საზოგადოებაზე“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მისივე თქმით, აქამდე მასობრივი გატაცებები და დეპორტაციები არასოდეს ყოფილა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ იცის ათიათასობით ბავშვის სახელი და აქვს მტკიცებულებები „რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებული და შემდგომ დეპორტირებული ასობით ათასი ადამიანის შესახებ“.