ზელენსკი: რუსეთი სურსათის დეფიციტის იარაღად გამოყენებას ცდილობს
უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარების სანაცვლოდ, რუსეთის ცდილობს, სურსათის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე იარაღად გამოიყენოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან რუსეთმა დაბლოკა უკრაინის შავი ზღვისა და აზოვის საზღვაო პორტები, ხოლო მდინარე დუნაის უკრაინის პორტები კვლავ რჩება რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების სამიზნედ.
„რუსეთი ცდილობს გამოიყენოს სურსათის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე, როგორც იარაღად ზოგიერთი დაპყრობილი ტერიტორიის ოკუპაციის აღიარების სანაცვლოდ. რუსეთი სურსათის დეფიციტის იარაღად გამოყენებას ცდილობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.