ჰკითხეთ პრიგოჟინს, ასრულებს თუ არა პუტინი დანაპირებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა მიმართა ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და აღნიშნა, რომ „ბოროტების ნდობა არ შეიძლება“.
„ვიცი, რომ რაღაც ბუნდოვან გარიგებებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჰკითხეთ პრიგოჟინს, ასრულებს თუ არა პუტინი დანაპირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.