„ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და მისთვის სხვა სტატუსი არ მიიღება“ – ერდოღანი

ყარაბაღი, როგორც უკვე საყოველთაოდ არის აღიარებული, აზერბაიჯანის ტერიტორიაა და მისთვის სხვა სტატუსი არ მიიღება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ველით, რომ სომხეთი შეასრულებს დაპირებებს, პირველ რიგში, ზანგეზურის დერეფნის გახსნას. ყარაბაღი, როგორც უკვე საყოველთაოდ არის აღიარებული, აზერბაიჯანის ტერიტორიაა და მისთვის სხვა სტატუსი არ მიიღება. ჩვენი პირველი მიზანი უნდა იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყველას, მათ შორის სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ერთად ვივლით ლოზუნგით „ერთი ერი – ორი სახელმწიფო“, – აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები