აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: ჩვენი კონტროლის ქვეშ მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია მოექცა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია მოექცა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, განადგურდა 20-მდე სამხედრო მანქანა, 40-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 30-ზე მეტი ნაღმსატყორცნი, 2 საზენიტო სარაკეტო სისტემა და 6-ზე მეტი რადიოლოკაციური სადგური.

მათივე ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ანტიტერორისტული ღონისძიება წარმატებით გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები