ერევანში, აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შეღწევას შეეცადნენ, პოლიციამ ხმოვანი ყუმბარების გამოყენება დაიწყო (ვიდეო)

ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შეღწევას შეეცადნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური Telegram-ის არხები ავრცელებენ.

სომხეთში, რუსეთის საელჩოს შენობა დემონსტრანტების მიერ არის ბლოკირებული.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარების გამოყენება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები