სომხეთში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც სომხური მედია იუწყება, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა, მათ შორის სომხეთის მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წარმომადგენლებმა, მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, მიიღონ ზომები აზერბაიჯანის გენოციდური ქმედებების შესაჩერებლად.
საელჩოსთან მივიდნენ ასევე პარტია „ქვეყანა სიცოცხლისთვის“ წევრები, მანე თანდილიანისა და მესროპ არაკელიანის ხელმძღვანელობით, რამაც იქ შეკრებილების აღშფოთება გამოიწვია.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მანე, წადი“.