ბაიდენი: ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება, მხოლოდ რუსეთი დგას მშვიდობის საწინააღმდეგო გზაზე

U.S. President Joe Biden addresses the 78th Session of the U.N. General Assembly in New York City, U.S., September 19, 2023. REUTERS/Mike Segar

უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეჭრისგან დასაცავად არის არა მხოლოდ უკრაინის მომავალში, არამედ ყველა ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც აფასებს გაეროს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითად წესებს და რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა, დიდსა თუ პატარა ერზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას მის ძალისხმევაში, მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ამ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება. მხოლოდ რუსეთს აქვს ძალა, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი. მხოლოდ რუსეთი დგას მშვიდობის საწინააღმდეგო გზაზე, რადგან რუსეთის ფასი მშვიდობისთვის არის უკრაინის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორია და უკრაინის შვილები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთს სჯერა, რომ მსოფლიო დაიღლება და საშუალებას მისცემს უკრაინას სასტიკად მოეპყროს.

„დღეს ჩვენ უნდა აღვუდგეთ ამ შიშველ აგრესიას და ხვალ შევაკავოთ სხვა სავარაუდო აგრესორები. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში, გააგრძელებს უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგომას“, – დასძინა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები