ოკუპანტებმა კრივოი როგი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს. “შაჰედები” დაფიქსირდა ლვოვში, სადაც სამრეწველო საწყობი დაინგრა, ასევე, ისინი დაფრინავდნენ კრივოი როგის თავზე, სადაც მრავალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ შენობაზეა საუბარი.
ნიკოლაევის რაიონში 10 დრონის ჩამოგდება მოხერხდა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაწერა, ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს აღჭურვილობა დააზიანა. დაშავებულები არ არიან.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის საფრთხე იყო ხმელნიცკის, პოლტავას, ხარკოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს და დონეცკის რაიონებში.
ხარკოვში აფეთქებების ხმა იყო. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაიბომბა ხარკოვში კილოდნოგორსკის რაიონი, დაშავებულები არ არიან.