გიორგი ცუცქირიძე – სუს-ის განცხადებაზე: არაფერი გამოგონილი არ არის, როგორც ახლა რადიკალურ ოპოფალნგს სურს წარმოაჩინოს – ქვეყანა შედის ძალზე ფეთქებსაშიშ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ნებისმიერი არეულობა ქვეყნის ისტორიას დაუსვამს წერტილს

ეს გეგმა არ არის შემთხვევითი და ეფუძნება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის არ მოცემას. არც არაფერი გამოგონილი ან არარეალური არ არის, როგორც ახლა რადიკალურ ოპოფალნგს სურს წარმოაჩინოს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სუს-ის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, ქვეყანა შედის ძალზე ფეთქებსაშიშ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც ნებისმიერი არეულობა ამ ქვეყნის ისტორიასაც დაუსვამს წერტილს.

„NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება, და დასავლეთი უნდა მოემზადოს „ხანგრძლივი ომისათვის“, ადასტურებს ჩვენს ვარაუდებს, რომელიც არაერთხელ გაგვიჟღერებია და ეყრდნობოდა, როგორც წინა პოსტში გამოვიყენე, G20 -ს რეზოლუციის ჩანაწერზე დაყრდნობით ამ „კონფლიქტში“ მონაწილე მხარეების ფინანსურ, ადამიანურ, ბუნებრივ და სამხედრო რესურსებს.

დღეს უკვე გამოჩნდა, რომ ამ კონფლიქტის სწრაფად დასრულება იყო მცდარი, რასაც დასავლეთში და აქაც არაერთი ექსპერტი პროგნოზირებდა. შესაბამისად, მცდარი იყო საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსული ეკონომიკის სწრაფად ჩამოშლის მოლოდინიც. მართალია, საომარი მოქმედებების დაწყების პირველ ეტაპზე, გასული წლის პირველ ნახევარში, სანქციებმა იმუშავა, რაც რუსეთის ეკონომიკის ზრდის 2.1%-იან უარყოფით მაჩვენებელში აისახა, 2022 წლის ბოლოს, მაგრამ გასული წლისვე მეორე ნახევრიდან წლის ვარდნის ტემპი შემცირდა, ხოლო მიმდინარე წელს შედარებით პირველი კვარტლის 1.8%-იანი ვარდნის შემდეგ, მეორე კვარტალში ზრდამ 4.9% შეადგინა. შედარებისათვის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში ზრდის საშუალო მაჩვენებელი 0.3 %, გაერთიანებულ სამეფოში 0.2%, ხოლო აშშ-ში 2.8 % იყო. როდესაც რუსეთის ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე საუბრობდნენ, ბევრს რატომღაც გამორჩა, რომ სანქციებს არ მიუერთდა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, ხოლო ე.წ შავ ხვრელებს რუსეთი ყოველთვის იპოვიდა, თავად რუსული ეკონომიკის გლობალურ ბაზრებზე მაღალი ინტეგრაციის გამო, რასაც სხვათა შორის აშშ და ევროკავშირი უჭერდნენ მხარს განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში. და აქვე შევნიშნავ, რომ რუსეთთან ევროკავშირის და აშშ ს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სწორედ მიმდინარე წლის ორ კვარტალში.

კიდევ უფრო საინტერესო ბატონი სტოლტენბერგის კიდევ ორი განცხადებაა, რომ – მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, თუკი უკრაინელები ცალმხრივად შეწყვეტენ ბრძოლას, რადგან უკრაინა აღარ იარსებებს, ხოლო მშვიდობა იმ შემთხვევაში დამყარდება თუ რუსეთი იარაღს დაყრის, ანუ კაპიტულაციას გამოაცხადებს.

და რუსეთი, რომ კაპიტულაციას არ გამოაცხადებს ყირიმიც, რომ დაკარგოს მისი ისტორია ვინც მეტ-ნაკლებად იცის ესეც ცხადი უნდა იყოს!

ახლა არ დავიწყებ იმის ახსნა-განმარტებებს, რომ ამ ტიპის გლობალური დაპირისპირებისას რა რისკების მატარებელია საქართველოში ნებისმიერი შიდა არეულობა და დესტაბილიზაციის მცდელობა. სუს-ის დღევანდელი განცხადებაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება ქვეყნის გარეთ და მისი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა. ცნობილია, რომ გადატრიალებები და რევოლუციები ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე არის მაღალი მოლოდინი. პროცესებიც ამ მოლოდინის გაცრუებით იწყება, ხშირად გარედან ინსპირირებულისაც. ეს შეიძლება იყოს – არჩევნების შედეგები, გლობალური პროექტების ჩავარდნა, სხვადასხვა დაპირებების არ ან ვერ შესრულება, რაც როგორც წესი ხელისუფლებებს ბრალდება.

აქედან გამომდინარე, ეს გეგმაც არ არის შემთხვევითი და ეფუძნება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის არ მოცემას და არც არაფერი გამოგონილი ან არარეალური არ არის, როგორც ახლა რადიკალურ ოპოფალნგს სურს წარმოაჩინოს. აქ და დასავლეთშიც, რომ არაერთი ჯგუფი სასიცოცხლოდ არის მის განხორციელებაში დაინტერესებული, გარდა აქაური რადიკალური ოპოჯგუფებისა, უცხოეთშიც არაერთ ფიგურანტის პოვნაც თავისუფლად შეიძლება, მათივე განცხადებების გამო.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ თუ სუს-ის განცხადებას მივყვებით, ამ სცენარში მონაწილეობს პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნა შეწყალებული 2021 წელს, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს – მიხეილ ბატურინს.

ქვეყანა შედის ძალზე ფეთქებსაშიშ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც ნებისმიერი არეულობა ამ ქვეყნის ისტორიასაც დაუსვამს წერტილს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება და სუს-ი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ამ სცენარის გასანეიტრალებლად, თავად ქვეყნის მოქალაქეების პასუხისმგებლობაც მის ისტორიაზე და მომავალზე არანაკლებია!

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს ისტორიულმა ქარტეხილებმა და ბოლო 30-წლიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ შეაცნობინა და ასწავლა და არც ეს სცენარიც ისევე ჩაიფუშება, როგორც 2020 წლიდან მოყოლებული არაერთი სცენარი იყო!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები