გივი მიქანაძემ ბულგარეთში ახალგაზრდობის საკითხებზე შეხვედრები გამართა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივ დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ბულგარეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე დანიელა დაშევასა და ბულგარეთის პარლამენტის ბავშვთა, ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ნებიე კაბაკთან და კომიტეტის წევრებთან.

პარლამნტის ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს ორ ქვეყანაში ახალგაზრდობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და მის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობასა და რეგულარულ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ოთარ ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები