“უკრაინა თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას იცავს” – ანნალენა ბერბოკი კიევშია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი კიევში დღეს დილით ჩავიდა.
პოლიტიკოსის ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო.
გერმანიის პირველმა დიპლომატმა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში მხარდაჭერას დაჰპირდა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ყურადღება შემდგომ რეფორმებზე უნდა გაამახვილოს.
ბურბოკმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობას.
„უკრაინა თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას იცავს. როგორც უკრაინა გვიცავს, მას ჩვენი იმედი შეიძლება, ჰქონდეს”,- თქვა ბერბოკმა.