მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ათას ადამიანს გადააჭარბა, 1200 დაშავებულია
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, სულ მცირე, 1204 ადამიანია დაშავებული.
ინფორმაციას მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, – იტყობინება euronews-ი.
შეგახსენებთ, რომ 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა გასულ ღამეს მოხდა.