მსოფლიო ლიდერები სოლიდარობას უცხადებენ მიწისძვრით დაზარალებულ მაროკოს
მსოფლიო ლიდერებმა მაროკოს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც 820-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სოლიდარობა გამოუცხადეს.
ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი ნიუ დელიში G20 სამიტის გახსნაზე: „ვლოცულობთ, რომ ყველა დაშავებული სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მთელი მსოფლიო საზოგადოება მაროკოს გვერდითაა ამ რთულ დროს და ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ მათ ყველა შესაძლო დახმარება“.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაროკოს მეფე მუჰამედ VI-ს მიმართავს: „გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი თქვენი ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში დამანგრეველი მიწისძვრის ტრაგიკულ შედეგებთან დაკავშირებით. რუსეთი იზიარებს მაროკოს მეგობარი ხალხის მწუხარებას. გთხოვთ, გამოუცხადოთ ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, ასევე ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა მათგანს, ვინც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად“.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მაროკოელ ძმებს ამ რთულ დღეს“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი: „ჩვენამდე საშინელი კადრები მოდის მაროკოდან. მაროკოს ხალხთან ერთად ვგლოვობთ საშინელი მიწისძვრის მსხვერპლს. ჩვენი ფიქრები მათთანაა“.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: „ჩვენ ყველანი შოკირებული ვართ მაროკოში მომხდარი საშინელი მიწისძვრით. საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს პირველადი დახმარების გაწევაში“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა: „სოლიდარობა მაროკოს და ჩვენს მეგობრებს, მაროკოელ ხალხთან წუხელ საშინელი მიწისძვრა მოხდა. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახების. აღფრთოვანებულები ვართ სამაშველო ჯგუფების მუშაობით, რომლებიც დაუღალავად ეხმარებიან დაშავებულებს“.