ნიუ-დელიში „G-20-ის“ სამიტი დაიწყო
ნიუ-დელიში „ოცეულის ჯგუფის“ (G20) რიგით მე-18 სამიტი დაიწყო. როგორც ცნობილია, ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა, რომელიც ინდოეთში და ზოგადად, სამხრეთ აზიაში ტარდება. ინდოეთის თავმჯდომარეობა „ერთი დედამიწა, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი“ საკითხზეა კონცენტრირებული.
Reuters-ის ცნობით, სამიტი აფრიკული კავშირისთვის მუდმივი წევრობის მინიჭებიდან დაიწყო.
„ჩვენ მივესალმებით აფრიკული კავშირის წევრობას და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ჩართვა G20-ის მუშაობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვეობის გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.