მაროკოში ძლიერ მიწისძვრას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა ასობით ადამიანი, განადგურდა შენობები და დიდი ქალაქების მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი დატოვეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის 820 ადამიანი დაიღუპა და 672 დაშავდა. ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, დაღუპულთა უმეტესობა მიუწვდომელ მთიან რაიონებში ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა გასულ ღამეს მოხდა.