მაროკოში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დაღუპულია 630-ზე მეტი ადამიანი (ვიდეო)
მაროკოში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
საინფორმაციო სააგენტო „Al Arabiya-ს“ ცნობით, დაიღუპულია სულ მცირე 632 ადამიანი, დაშავებულია სულ მცირე 330 ადამიანი. თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები შენობების ნანგრევებიდან გაწმენდას იწყებენ.
მაროკოს არაერთი ქალაქის მოსახლეობა, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ახალი ბიძგების შიშის გამო ქუჩებში გამოვიდა.
ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე და მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით 77 კმ-ზე დაფიქსირდა, სადაც 839 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
Watch: Diners in #Morocco run out of a restaurant the moment the earthquake hit several parts in the country. #MoroccoEarthquake
Read more: https://t.co/MKy8gVkSXp pic.twitter.com/geCFu3WTut
— Al Arabiya English (@AlArabiya_Eng) September 9, 2023
How can MSM say "no immediate reports of damage"
This is the Mosque near the famous Jamaâ El Fnaa square in #Marrakech.#Morocco #Maroc pic.twitter.com/W4HXiCwamM
— Volcaholic 🌋 (@volcaholic1) September 8, 2023