საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობისა და შტორმ “დენიელის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

მანამდე, 6 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მეშვიდე ცხედარი ქალაქ ვოლოსში აღმოაჩინეს.

თესალიაში სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წაღებულია სახლები, განადგურდა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა და მოსავალი.

როგორც პროფესორმა, კატასტროფების მართვის ექსპერტმა, ეფთიმიოს ლეკკასმა განაცხადა, „არ მგონია, რომ გაცნობიერებული გვქონდეს ამ კატასტროფის მასშტაბები”.

დღეს დაზარალებულ რაიონებში ქვეყნის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს ელოდებიან.

თესალიის გუბერნატორმა, კოსტას აგორასტოსმა თქვა, რომ, მისი შეფასებით, ზარალი სამჯერ აღემატება ქვეყნისთვის 2020 წელს მიყენებულ ზარალს, როდესაც წყალდიდობის შედეგები სახელმწიფოს 700 მილიონი ევრო დაუჯდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები