“არსებობს ინფორმაცია, რომ ცდილობენ “თურქული ნაკადის” და “ლურჯი ნაკადის” აფეთქებას” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს აქვს ინფორმაცია შავ ზღვაში “თურქული ნაკადის” და “ლურჯი ნაკადის” გაზსადენების აფეთქების მცდელობის შესახებ.

მისი ინფორმაციით, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ გაზსადენების აფეთქება “ჩრდილოეთ ნაკადების” აფეთქების მსგავსად იგეგმება.

„ახლა, როცა ყველა ითხოვს, რომ კვლავ მივცეთ მარცვლეულის ექსპორტის უფლება, ჩვენ მათ არ ვუკრძალავთ, უბრალოდ, არ გავატარებთ ჰუმანიტარულ დერეფნებში, რომელიც გაიხსნა და რომელიც გამოიყენეს წყლისზედა და წყალქვეშა აპარატების გასაშვებად არა მხოლოდ ჩვენი სამხედრო, არამედ სამოქალაქო გემების წინააღმდეგ. მეტიც, ისინი ცდილობდნენ თავდასხმას სამხედრო გემებზე, რომლებიც პატრულირებდნენ “თურქული ნაკადის” გაზსადენისა და “ლურჯი ნაკადის” გაზსადენს. მათ დაიწყეს შავი ზღვის ამ მონაკვეთებზე პატრულირება, რადგან არის ინფორმაცია, რომ მათ აფეთქებასაც ცდილობენ, ისევე -,როგორც “ჩრდილოეთის ნაკადები” ააფეთქეს”, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები