“რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა რუსეთს ერთიანი ემბარგო უნდა გამოუცხადონ” – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპის ყველა მოსაზღვრე ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ „ერთიანი სავაჭრო ემბარგო“ უნდა შემოიღოს.

თუმცა, მისი თქმით, “ესტონეთის ინიციატივისთვის მხარი სხვა მოსაზღვრე ქვეყნებს ჯერ არ დაუჭერიათ”.

პოლიტიკოსის თქმით, ამ საკითხში საკვანძო ფინეთია.

ამავდროულად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ქვეყანა „დამოუკიდებლად საზღვრებს ვერ ჩაკეტავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ესტონური საწარმოები დაზარალდებიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები