ოკუპანტებმა ზაპოროჟიე და ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რაიონზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც არის დაღუპული და დაჭრილი.

ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო ტელეგრამში იტყობინება.

მისი ინფორმაციით, დილით პრიმორსკზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია 54 წლის ქალი.

ამავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ზაპოროჟიეს რეგიონის 29 სოფელსა და ქალაქზე 93 საარტილერიო იერიში მოხდა.

ასევე, შესულია 40 შეტყობინება საცხოვრებელი კორპუსების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები