ოკუპანტებმა ოდესის და მიკოლაევის რეგიონებზე იერიში 20 “შაჰედით” მიიტანა

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის და მიკოლაევის რეგიონებზე იერიში 20 “შაჰედით” მიიტანეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16 -ის განადგურება შეძლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ 14 დრონია ჩამოგდებული ოდესის თავზე, კიდევ ორი ​​-,მიკოლაევის რეგიონში.

„სამწუხაროდ, საბრძოლო სამუშაოების შედეგები გვაქვს – დრონების ფრაგმენტებით დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ხანძარი სწრაფად იქნა ლიკვიდირებული, არავინ დაშავებულა“, – განაცხადა გუმენიუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები