ზელენსკი: რუსეთზე უფრო მეტ გლობალურ ზეწოლას ვამზადებთ

სექტემბერში უკრაინა სხვა ქვეყნებიდან აგრესორ ქვეყანაზე, რუსეთზე მეტ ზეწოლას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერ მინისტრებთან რიში სუნაკთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„რა თქმა უნდა, მთავარი თემა უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, დღეს მან ასევე გამართა არაერთი „მნიშვნელოვანი შეხვედრა“ უკრაინის საერთაშორისო საქმიანობასთან დაკავშირებით.

„სექტემბერში ჩვენ უნდა მივაღწიოთ რამდენიმე ძალიან კონკრეტულ შედეგს პარტნიორებთან მუშაობაში. ეს ეხება უკრაინისათვის ახალ შეიარაღებას. ჩვენ ვამზადებთ სიახლეებს, ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევას, გავაერთიანოთ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა, რათა აღდგეს მშვიდობა ჩვენს მიწაზე. ჩვენ ვამზადებთ უფრო მეტ გლობალურ ზეწოლას რუსეთზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები