ზელენსკიმ სუნაკთან შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ლიდერებმა საუბრისას შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს.

„განვიხილეთ შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტი. უკრაინამ უკვე წარმატებით გამოიყენა ალტერნატიული გზა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან ოდესის რეგიონის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. მადლობა გადავუხადე დიდ ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისთვის“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები