მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი გენერალი დააკავეს
გენერალ-მაიორი კონსტანტინე ოგიენკო, რომელიც საჰაერო თავდაცვის ლენინის ორდენის განსაკუთრებით დავალებათა I არმიას ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული გახდა.
საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე. ლენინის ორდენის პირველი არმია იცავს მოსკოვს დარტყმებისგან ჰაერში.
TASS-ის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც გენერალს რვიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ივლისში აღიძრა.
ოგიენკო ამჟამად პატიმრობაშია, ვადა 27 ნოემბრამდეა გახანგრძლივდა.
“კომერსანტის” ცნობით, ოგიენკომ, მე-4 საჰაერო თავდაცვის დივიზიის მეთაურ გენერალ-მაიორ დიმიტრი ბელიაცკისთან ერთად, “ნადეჟდას” საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან 500 ათასი რუბლი მიიღო. ეს იყო 30 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამის პირველი ნაწილი, რისთვისაც სამხედროები დაჰპირდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიწის გამოყოფას მოსკოვის მახლობლად მდებარე დოლგოპრუდნისა და ლობნიაში განვითარებისთვის.
ბიალიაცკიმ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და გამოძიებასთან გარიგება დადო. მას შინაპატიმრობა შეეფარდა. ოგიენკო ბრალს არ აღიარებს.