ოკუპანტებმა ოდესის პორტები დაბომბეს, ასევე, იერიშია მიტანილი სუმის რეგიონზე
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე “შაჰედებით” იერიში მიიტანეს.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, ოკუპანტების მიერ გაშვებული 33 დრონიდან 25 ჩამოგდებულია.
იერიშის მიტანილი სუმის რეგიონზე, ასევე, ოდესის, იზმაილოვსკის პორტზე.
როგორც ტელეგრამში ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა დაწერა, იერიშის შედეგად, დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
მისი თქმით, თავდასხმა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
“ეს არის იზმაილოვსკის რაიონის უკვე მეოთხე იერიში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში”, – დაწერა მან.