აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობას, დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, 81 მმ ნაღმმტყორცნ ჭურვებსა და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს Abrams ტანკებისთვის.
გარდა ამისა, პაკეტში შევა TOW რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 კომპლექსები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, ტაქტიკური აერონავიგაციური სისტემები, დაცული კავშირის ტაქტიკური სისტემები.