ბლინკენი: აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის გვერდიგვერდ სიარული – კონტრშეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ, რაც ძალიან გამამხნევებელია

Ukraine's President Volodymyr Zelensky (L) greets US Secretary of State Antony Blinken before a meeting at Bankova in Kyiv on September 6, 2023. US Secretary of State Antony Blinken arrived in Kyiv on an unannounced visit on September 6, 2023, where he was due to announce more than a billion dollars in fresh aid to Ukraine. Blinken's visit -- his fourth during Moscow's assault -- comes as Kyiv has touted some successes this week in its offensive to push back Russian forces. (Photo by Brendan Smialowski / POOL / AFP) (Photo by BRENDAN SMIALOWSKI/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაგრძოს უკრაინასთან გვერდიგვერდ სიარული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

ბლინკენმა კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესს „ძალიან გამამხნევებელი“ უწოდა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა ჩამოვსულიყავი, რათა განმეორებით დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონტრშეტევის ამჟამინდელი გამოწვევისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ ჩვენ და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც გრძელვადიან ძალისხმევას ვდებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლის ძალა შექმნას, რომელსაც ნებისმიერი სამომავლო აგრესიის შეკავება და მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლია“, – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც მან აღნიშნა, მოუთმენლად ელის ზელენსკის შეფასებას ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ.

„ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრონტის ხაზზე იყავით და ყველანი მზად ვართ, თქენი შეფასება მოვისმინოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია“, – განაცხადა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები