“ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ევროპაში COVID-19-ით დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის ზრდა აჩვენებს, რომ ვირუსი არსად გაქრება”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
„ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ზოგიერთ ნაწილში იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა, ხოლო ევროპაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის მატებაა. ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის ზრდა აჩვენებს, რომ COVID-19 დარჩება და ჩვენ კვლავ დაგვჭირდება მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები”, – თქვა მან.
გებრეისუსის თქმით, მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ 25%-ზე ნაკლები აგრძელებს დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებულთა მონაცემების აღრიცხვას.