“ბელარუსში “ვაგნერელების” რაოდენობა შემცირებულია” – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ბელარუსში “ვაგნერის ჯგუფის” მებრძოლთა რაოდენობა შემცირებულია.
ამის შესახებ LRT იტყობინება.
მინისტრის თქმით, ახლა ბელარუსში “ვაგნერელებთან” დაკავშირებით სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე სამი კვირის წინ იყო.
“ღია წყაროებიდან შემიძლია, აღვნიშნო, რომ არის დინამიკური კლება. იშლებიან, გადადიან სხვა ტერიტორიებზე, ვიღაც მიდის დასასვენებლად რუსეთის ფედერაციაში ან “შვებულებაში”, ანუ, ისინი სხვა სამხედრო კომპანიების მიერ ხდებიან დაქირავებულნი“, – თქვა ანუსაუსკასმა.