თურქეთის ქალაქ იგნეადაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, კიდევ სამი ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.
ადგილზე AFAD-ის სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
კირკლარელის დემირქოის რაიონში 5 სექტემბრის დილიდან წვიმს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალაქ იგნეადაში მიმავალი გზა იყო ჩაკეტილი.
სტიქიის შედეგად, დაიტბორა ადგილობრივი ბუნგალო, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
გვიან ღამით, ასევე გადაუღებელი წვიმის შედეგად, სტამბოლის ნაწილი დაიტბორა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.