სომხეთში აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო სწავლება გაიმართება
სომეხი სამშვიდობოები შეერთებული შტატების ქვედანაყოფებთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამში ავრცელებს.
„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, სომხეთში 11-20 სექტემბერს სამშვიდობო ბრიგადის “ზარის” სასწავლო ცენტრში და თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ერთობლივი სომხურ-ამერიკული წვრთნები – Eagle Partner 2023 გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შემუშავდება სამშვიდობო მისიების ფარგლებში კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის ოპერაციები.
სამხედრო უწყების ცნობით, წვრთნების მიზანია ქვედანაყოფების თავსებადობის გაზრდა, სამეთაურო-კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში გამოცდილების გაცვლა და ნატოს ფარგლებში შესაფასებელი ოპერაციებისთვის სომხური ქვედანაყოფების მზადყოფნის გაზრდა.