ზელენსკიმ კირილენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან პაველ კირილენკო გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გათავისუფლდეს პაველ ალექსანდროვიჩ კირილენკო დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად“, – ნათქვამია განკარგულებაში.

კირილენკო დონეცკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებით 2019 წლის ივლისის დასაწყისში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები