“ბელგოროდის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთ მამაკაცი დაიღუპა” – ოლქის გუბერნატორი
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის მხრიდან გრაივორონის რაიონის სოფელ კოზინკას განმეორებითი დაბომბვისას მამაკაცი დაიღუპა და ერთი ქალი დაშავდა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
მისი ინფორმაციით, სოფელ კოზინკას მიმართულებით გაშვებული 8 საარტილერიო ნაღმის შედეგად, 10-ზე მეტი სახლი, ელექტროგადამცემი და გაზის ხაზები დაზიანდა.
გლადკოვის თქმით, დაშავებული ქალი ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.