“გაერომ რუსული გადახდებისთვის SWIFT-დან წარმოებული შუამავლობის მექანიზმი შემოგვთავაზა” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, “რუსული გადახდისთვის გაერომ SWIFT-დან მიღებული შუამავლობის მექანიზმი შემოგვთავაზა და მუშაობს რუსული გემების დაზღვევის საკითხზე”.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სოჭიდან დაბრუნების გზაზე, თვითმფრინავში უთხრა.
„სანქციების გამო ბრიტანული სადაზღვევო კომპანია არ აზღვევს რუსულ გემებს. რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გამორიცხვის გამო, ფულადი გზავნილები არ ხორციელდება. თურქეთის მუდმივი დახმარების წყალობით, გაერომ ამ პროცესში წერტილი დასვა. 28 აგვისტოს გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა, გაგზავნილ წერილში შუამავალი მექანიზმი შემოგვთავაზა, რომელიც არ იქნება პირდაპირი SWIFT-ი, როგორც რუსებს სურდათ, არამედ იქნებოდა SWIFT-დან წარმოებული. გაეროში ასევე განაცხადეს, რომ მუშაობენ გემების დაზღვევის საკითხზე“, – თქვა ერდოღანმა.
მისი თქმით, დასავლეთი მადლობას უხდის თურქეთს მარცვლეულის გარიგებაში შუამავლობისთვის, მაგრამ SWIFT-ის და რუსული გემების დაზღვევის საკითხზე, განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს.
„დასავლეთს სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს რუსეთზე, როგორც SWIFT-ის, ასევე დაზღვევის საკითხში. სწორედ ამ განსხვავებულობის გამო ამბობს ახლა პუტინი: „ისინი არ ასრულებენ ჩემ წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს და რადგან არ ასრულებენ თავიანთი ვალდებულებები, მაშინ მე არ შევალ მათთან ერთობლივ მუშაობაზე ამ საკითხში”. გარდა ამისა, მარცვლეულის 44 პროცენტი მიდის ევროპაში, ხოლო 14% აფრიკაში“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.