COMCOM-მა ამბროლაურში 100-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურის სოფელ ნიკორწმინდის, სადმელის, ჭრებალოსა და კვაცხუთის 100-მდე მოსახლე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადამზადდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, პროგრამა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 24 ივლისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 200-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით, ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ აიმაღლეს ცნობიერება.

“ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” მეშვეობით, როგორც ამბროლაურის, ისე ოზურგეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან, ჯამში 2 900-მდე ადგილობრივია გადამზადებული. შეგახსენებთ, რომ “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” პროექტ Log-in Georgia-ს ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები