რუსეთში მუშაობის გამო, Pepsi-ს პროდუქცია ფინეთის პარლამენტში აღარ გაიყიდება

ფინეთის პარლამენტის შენობაში კომპანია Pepsi-ს პროდუქცია აღარ გაიყიდება.

ამის შესახებ Yle-ს პარლამენტში რესტორნის ხელმძღვანელმა უთხრა.

შენობაში უკვე შეტანილი სასმელები თაროებიდან ამოიღეს.

მანამდე, დეპუტატმა ტუომას ქეთტუნენმა მოითხოვა, რომ ამერიკული კომპანიის პროდუქცია პარლამენტის შენობაში აღარ გაყიდულიყო, რუსეთში მისი საქმიანობის გამო.

PepsiCo უკრაინამ ომის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეიყვანა, რუსეთის ფედერაციაში მისი ბიზნესის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები