გერმანელ ექიმთა ასოციაციამ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექვსდოზიანი პაკეტი, პაციენტების სიმცირის გამო, ფლაკონის ნაწილის გადაღვრას გამოიწვევს.
ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
გერმანულმა კლინიკებმა სულ მალე BioNTech-Pfizer-ისგან ვაქცინის უახლესი მოდიფიკაცია უნდა მიიღონ, სადაც ერთ ფლაკონში ექვსი დოზაა.
ვაქცინის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ფლაკონის გახსნიდან ის მთლიანად უნდა იქნეს გამოყენებული 12 საათის განმავლობაში. ღია ფლაკონის ხანგრძლივი შენახვა ვაქცინის ეფექტურობის ამცირებს.
როგორც ექიმები ჩივიან, მათ წინაშე რთული ამოცანაა, რათა მათ უწევთ იმის უზრუნველყოფა, რომ თითო ფლაკონზე ზუსტად ჰყავდეთ 6 პაციენტი.. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ, პირობითად, ორი პაციენტი ეყოლათ, ვაქცინის დარჩენილი ნაწილის გადაღვრა გახდება საჭირო.
მწარმოებელ კომპანიაში Spiegel-ს უთხრეს, რომ განიხილავენ ადაპტირებული ერთჯერადი ვაქცინის წარმოების დაწყებას, მაგრამ ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული.
ვაქცინის უახლესი მოდიფიკაცია ადაპტირებულია XBB.1.5 კორონავირუსის ვარიანტზე, რომელსაც, კვლევის მიხედვით, შეუძლია აცრილი ადამიანების იმუნიტეტის გვერდის ავლა.