ერაყმა და ირანმა ქვეყნებს შორის რკინიგზის მშენებლობა დაიწყეს

ერაყისა და ირანის ხელისუფლებამ, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების მიზნით, შალამჩეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ქალაქ ბასრას შორის რკინიგზის მშენებლობა დაიწყო.

ამის შესახებ ტელეარხი – As-Sumaria იტყობინება.

საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას ერაყის პრემიერმინისტრი, მუჰამედ ალ-სუდანი და ირანის ვიცეპრეზიდენტი, მოჰამედ მოჰბერი დაესწრნენ.

მოჰბერმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო პროექტი (შალამჩე-ბასრა) ირანისა და ერაყისთვის არის სტრატეგიული.

მისი თქმით, ის დააკავშირებს ორ ქვეყანას შორის რკინიგზას და შეავსებს საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს შუა აზიის ქვეყნებიდან ერაყში მგზავრების გადაყვანისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები