ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი გარდაიცვალა
ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
ჟურნალისტი ბოლო პერიოდის განმავლობაში თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ის 52 წლის იყო.
მედიაჰოლდინგი “კვირა” მწუხარებას გამოთქვამს ირმა კახურაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.