ანალენა ბერბოკი: პუტინის თამაში „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ ცინიკურია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.

„პუტინის თამაში „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ ცინიკურია“, – ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ბერბოკმა მნიშვნელოვანი უწოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალისხმევას, რომელიც შეთანხმების აღდგენისკენაა მიმართული.

„მხოლოდ პუტინის გამო სატვირთო გემებს კიდევ ერთხელ ეკრძალებათ თავისუფლად სვლა. რუსეთი აღვივებს გლობალურ შიმშილს“, – განაცხადა ბერბოკმა.

მინისტრის თქმით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე მუშაობა გრძელდება „ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები