სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ სოჭში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგად „მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ [შავი ზღვის მარცვლეულის] შეთანხმებას დაუბრუნდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და თურქეთთან, ორივე მათგანმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ფუნქციონალური ყოფილიყო“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეწყვიტოს მონაწილეობა ამ ინიციატივაში „ზიანს აყენებს საზოგადოებებს, რომლებიც დაუცველნი არიან საკვების დაუცველობისგან მთელ მსოფლიოში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები