პუტინმა უკრაინის კონტრშეტევას წარუმატებელი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას წარუმატებელი უწოდა.

„კონტრშეტევის შეჩერების თვალსაზრისით, ეს არ არის შეფერხება, ეს წარუმატებლობაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე გამოიყურება. ვნახოთ, შემდეგ რა იქნება. იმედია, ასე იქნება“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს – ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ერდოღანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები