“სამხედრო სწავლება “დასავლეთი” წელს არ ჩატარდება” – შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ წელს სამხედრო სწავლება “დასავლეთი” არ ჩატარდება.
“არა, წელს სწავლება უკრაინაში გვაქვს”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ერთი კვირის წინ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “დასავლეთი-2023”, რომელიც სექტემბერში ტარდება, სავარაუდოდ, არ გაიმართება.
მაშინ დაზვერვის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ “უკრაინაში რუსი სამხედროების არაეფექტურობამ აჩვენა, რომ ერთობლივ სტრატეგიულ წვრთნებს ჰქონდათ შეზღუდული სასწავლო ღირებულება და, ძირითადად, საჩვენებელ ხასიათს ატარებდა. რუსეთმა, სავარაუდოდ, გააუქმა “დასავლეთი-23″, რადგან მას ძალიან ცოტა ჯარი და აღჭურვილობა აქვს”.
სწავლება “ზაპად-21” საბჭოთა პერიოდის შემდეგ ყველაზე მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნები იყო.