შოიგუმ კიმ ჩენ ინს ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა შესთავაზა
ფხენიანში ვიზიტის დროს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა – სერგეი შოიგუმ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება, ასევე, საარტილერიო ჭურვებითა და რაკეტებით ვაჭრობა შესთავაზა.
ამის შესახებ The Korea Times-ი სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ასევე აღნიშნულია, რომ „სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სთხოვა რუსეთს მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეკეთება და ტექნოლოგიების გადაცემა“.
როგორც სამხრეთ კორეის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, იუ სან ბომმა თქვა, “ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღო თუ არა ჩრდილოეთ კორეამ რუსული წინადადება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ჩრდილოეთ კორეას სხვა ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო მანევრები არ ჩაუტარებია”.
შოიგუს ფხენიანში ივლისის ბოლოს იმყოფებოდა. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, ვიზიტის მიზანი იყო ახალი გარიგებების დადება იარაღის, მათ შორის, საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. თუ ეს გარიგებები შედგა, მათი შესრულება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას დაარღვევს.