“მოსკოვი და ანკარა ტვირთბრუნვის გაზრდას 100 მილიარდამდე გეგმავენ” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა და მოსკოვი 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვის მიღწევის მიზნისკენ მიდიან.
ამის შესახებ მან სოჭში თქვა, სადაც კოლეგა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას მართავს.
„თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში სრულიად განსხვავებულ ეტაპს გავდივართ. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობის მოცულობა, ამჟამად, 62 მილიარდი დოლარია და მივდივართ ჩვენი მიზნისკენ – 100 მილიარდი დოლარი“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე თქვა, რომ “მარცვლეულის შეთანხმებაზე” რუს კოლეგასთან მოლაპარაკება იქნება მნიშვნელოვანი როგორც მსოფლიოსთვის, ისე – აფრიკის ქვეყნებისთვის.
“რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მარცვლეულის საკითხი. მსოფლიო ელოდება დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს. ვფიქრობ, რომ აფრიკის განუვითარებელი ქვეყნებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.