“გაზის ჰაბის” შექმნას თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს” – ერდოღანი და პუტინი მოლაპარაკებას მართავენ

Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan ve Rusya Devlet Başkanı Vladimir Putin, Rusya'nın Soçi kentinde bir araya geldi. ( Doğukan Keskinkılıç - Anadolu Ajansı )

სოჭში რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება მიმდინარეობს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, “გაზის ჰაბის” შექმნის პროექტს თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ფრაკიაში გაზის ჰაბის შექმნა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ორმხრივ თანამშრომლობაში ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა.

„ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები შეხვდებიან, მნიშვნელოვანია ჩვენ შორის ორმხრივ ურთიერთობებში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლისკენ გადადგმული ნაბიჯის თვალსაზრისით“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ​”აკუიუ”-ს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა კარგად მიდის.

“აკუიუ”-ს ატომური ელექტროსადგურის განვითარება კარგად მიდის, სრული სისწრაფით. ასევე, ძალიან კარგია პირველ ბლოკთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ ჩვენც გადავდგამთ ნაბიჯს სინოპის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისკენ”, – თქვა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები