ირაკლი ღარიბაშვილი: გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დავაგრძელოთ, პროექტირებას ახლა დავიწყებთ 18 თვეში იქნება დასრულებული

ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დავაგრძელოთ, პროექტირებას ახლა დავიწყებთ 18 თვეში იქნება დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტში მალე იქნება მილიონი მგზავრი, ამიტომ, ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება.

„აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ახლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები